ჰონგ-კონგის აეროპორტში დემონსტრანტების მიერ დატყვევებული ჟურნალისტი გაათავისუფლეს
ჰონგ-კონგის აეროპორტში დემონსტრანტების მიერ დატყვევებული ჟურნალისტი გაათავისუფლეს

ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში დემონსტრანტების მიერ დატყვევებული ჟურნალისტი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. აქტივისტებმა ჟურნალ „გლობალ თაიმსის“ ჟურნალისტი დააკავეს და ხელები შეუკრეს, თუმცა მისი გადარჩენა სამართალდამცველებმა მოახერხეს. ჟურნალისტი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ უცნობია.

ჩინური ტაბლოიდი „გლობალ თაიმსი“ ჩინეთის კომუნისტური პარტიის, „ფიფლს დეილის“ ერთ-ერთი გამოცემაა.

ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში დემონსტრაციები უკვე მეხუთე დღეა, იმართება. ამის გამო 12 და 13 აგვისტოს ფრენების დიდი ნაწილის გაუქმება გახდა საჭირო. ჟურნალისტის დატყვევებამდე კი, რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა აეროპორტის ტერიტორიაზე პოლიციის ავტომობილი ალყაში მოაქცია. გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველების ავტომობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას ახლდა, რომელსაც დაშავებული გადაჰყავდა, აქტივისტებმა კი ჩათვალეს, რომ ავტომობილით ჩინელი საიდუმლო აგენტის მიჰყავდათ. პოლიციამ აქტივისტების დასაშლელად ცრემლსადენი აირი გამოიყენა.