„ჰონდას“ და „ნისანს“ შორის 2026 წლისთვის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს
„ჰონდას“ და „ნისანს“ შორის 2026 წლისთვის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

„ჰონდას“ და „ნისანს“ შორის 2026 წლისთვის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კავშირი შექმნის მსოფლიოში სიდიდით მესამე ავტო ჯგუფს ავტომობილების გაყიდვით „ტოიოტას“ და „ფოლკსვაგენის“ შემდეგ. ეს ასევე მისცემს ორ კომპანიას მასშტაბებს და შანსს, გაუზიარონ ერთმანეთს რესურსები „ტესლას“ და ჩინელი კონკურენტების მხრიდან ინტენსიური კონკურენციის პირობებში.

იაპონიის სიდიდით მეორე ავტომწარმოებლის „ჰონდას“ შერწყმა მე-3 ნომერ „ნისანთან“, იქნება უდიდესი ცვლილება გლობალურ ავტოინდუსტრიაში მას შემდეგ, რაც „ფიატ კრაისლერ აუტომობილსი“ და „ფიესეი“ გაერთიანდნენ 2021 წელს „სტელანტისის“ შესაქმნელად.

„უფრო მცირე მწარმოებელი „მიცუბიში“, რომელშიც „ნისანი“ არის მთავარი აქციონერი, ასევე განიხილავს გაერთიანებას და გადაწყვეტილებას იანვრის ბოლოს მიიღებს. „ჰონდა“, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 40 მილიარდ დოლარზე მეტია, რაც დაახლოებით ოთხჯერ აღემატება „ნისანს“, დანიშნავს კომპანიის საბჭოს უმრავლესობას.

„როიტერი“ წერს, რომ ეს ხაზს უსვამს ჩინელი ელექტრომობილების მწარმოებლებისგან საფრთხეს, რომლებიც ახლა უქმნიან მსოფლიოში დიდი ხნის დომინანტური ავტომობილების მწარმოებლებს.