ჰონ კონგში აქციის მონაწილეებს ნიღბების ტარება აეკრძალათ

14:54, 04.10.2019

ჰონ კონგში აქციის მონაწილეებს ნიღბების ტარება აეკრძალათ.

აკრძალვა საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის ფარგლებში შემოიღეს. ადმინისტრაციის ლიდერის, კერი ლამის თქმით, ამ ზომის მიღება აუცილებელია, რათა ჰონკონგში წესრიგი აღდგეს.

კერი ლამის თქმით, ამ ეტაპზე მთავრობა არ განიხილავს საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მთელი ქალაქის მასშტაბით, მიუხედავად იმის, რომ მას ამის უფლება აქვს.

ჯერ უცნობია, როგორ აპირებს მთავრობა ამ აკრძალვის სისრულეში მოყვანას, გამომდინარე იქედან, რომ ჰონკონგში ჰაერის დაბინძურების გამო ბევრი ადამიანი ატარებს ნიღაბს. კერი ლამი პირობას დებს, რომ კანონში გამონაკლისის სახით ნიღბის ტარების უფლებას დაუშვებს.

ნიღბის ტარება ჰონკონგში დღეიდან აიკრძალება.

მსგავსი