ჰოლივუდელი რეჟისორები მღვიმიდან ბავშვების გამოყვანის ისტორიაზე ფილმს გადაიღებენ
ჰოლივუდელი რეჟისორები მღვიმიდან ბავშვების გამოყვანის ისტორიაზე ფილმს გადაიღებენ

მღვიმეში ტაილანდელი ბავშვებისა და მათი მწვრთნელის 18-დღიანი ტყვეობის შესახებ ფილმზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამერიკელი პროდიუსერები კომპანია Pure Flix -იდან ტაილანდში რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ, რათა ბავშვების მღვიმიდან გამოყვანის სცენა საკუთარი თვალით ენახათ.

როგორც ერთ-ერთმა პროდიუსერმა აღნიშნა, ისტორია იმდენად შთამბეჭდავია, რომ მის შესახებ ძალიან კარგი ფილმი გამოვა, რომელიც მილიონობით ადამიანისთვის გახდება მოტივაცია. კომპანია გეგმავს, რომ ამ ისტორიაზე ფილმის გადაღების ექსკლუზიური უფლება მოიპოვოს.

ტაილანდში, უპრეცედენტო სამაშველო ოპერაციაში 40 ტაილანდელი და 50-მდე უცხოელი მაშველი იღებდა მონაწილეობას. გამოქვაბულიდან თორმეტივე ბავშვი და მათი მწვრთნელი გამოიყვანეს.