ჰოლანდიის ნაკრებმა შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ორი ტურისთვის გაფართოებული შემადგენლობა გამოაცხადა. სიაში 30 ფეხბურთელი მოხვდა:
მეკარეები – იერუნ ზუტი, კენეტ ფერმერი (ორივე – ფეიენოორდი), იასპერ სილესენი (ბარსელონა, ესპანეთი), მარკო ბიზოტი (ალკმაარი);
მცველები – ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული, ინგლისი), მატეის დე ლიგტი, დეილი ბლინდი (ორივე – აიაქსი), ტერენს კონგოლო (ჰადერსფილდი, ინგლისი), პატრიკ ვან ანჰოლტი (კრისტალ პალასი, ინგლისი), სტეფან დე ვრი (ინტერი, იტალია), კენი ტეტე (ლიონი, საფრანგეთი), ნათან იკე (ბორნმუთი, ინგლისი), დარილ იანმაატი (უოტფორდი, ინგლისი), დენზელ დიუმფრიზი (ეინდჰოვენი);
ნახევარმცველები – ჯორჯინიო ვიინალდუმი (ლივერპული, ინგლისი), პაბლო როსარიო, სტივენ ბერგვაინი (ორივე – ეინდჰოვენი), ტონი ვილენა, სტივენ ბერგჰუისი (ორივე – ფეიენოორდი), მარტენ დე რონი (ატალანტა, იტალია), დევი პროპერი (ბრაიტონი, ინგლისი), კევინ სტროტმანი (მარსელი, საფრანგეთი), ფრენკი დე იონგი, დონი ვან დე ბეკი (ორივე – აიაქსი), რუდ ვორმერი (ბრიუგე, ბელგია);
ფორვარდები – რაიან ბაბელი (ფულჰემი, ინგლისი), მემფის დეპაი (ლიონი, საფრანგეთი), ქვინსი პრომესი (სევილია, ესპანეთი), ლუკ დე იონგი (ეინდჰოვენი), ვაუტ ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი, გერმანია).
ჰოლანდიის ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევს ბელარუსთან (21 მარტი) და გერმანიასთან (24 მარტი) მატჩებით იწყებს.