ჰოკეიში ოლიმპიურ ჩემპიონს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ჰოკეიში ოლიმპიურ ჩემპიონს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

შვედეთის ჰოკეის ნაკრების რიგებში ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონს, „აილენდერსისა“ და „ედმონტონის“ ექს-მეკარეს ტომი სალოს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო.

შვედური პრესის ინფორმაციით, 49 წლის სალო იმ დროს იჯდა მანქანის საჭესთან, როცა მის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0.3 პროცენტს შეადგენდა. ეს 15-ჯერ აღემატება შვედეთში დადგენილ ნორმას.

იტყობინებიან, რომ სალო ქალაქ კეპინგთან ახლოს ტრასაზე ბარიერს შეეჯახა. პოლიციელებმა ის მანქანაში ჩაძინებული იპოვნეს იმის მიუხედავად, რომ მის უკან დიდი საცობი ჩამოყალიბდა და სხვა მანქანებიდან სიგნალის უწყვეტი ხმა ისმოდა.

სალოს ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სასჯელი მეტად მკაცრია და აპელაციას შეიტანენ.

ტომი სალოს ორჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა ჰოკეის ეროვნული ლიგის „ყველა ვარსკვლავის მატჩში“.