ჰოკეის ოლიმპიადის პროგრამიდან ამოღება ემუქრება

08:29, 14.08.2018

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა რენე ფაზელმა 2022 წელს, პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე მამაკაცთა ჰოკეის ტურნირის სავარაუდო რეფორმის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ოთხი ვარიანტი აქვს:

1. ოლიმპიადა გაიმართება NHL-ის მოთამაშეთა მონაწილეობით, როგორც ეს იყო 1998-2014 წლების პერიოდში.

2. ოლიმპიადა გაიმართება NHL-ის მოთამაშეების გარეშე, როგორც 1998 წლამდე და 2018 წელს.

3. ოლიმპიადა გაიმართება ფეხბურთის ოლიმპიური ტურნირის მსგავსად. მოთამაშეთა მაქსიმალური ასაკი იქნება – 23 წელი.

4. ჰოკეის ტურნირს ამოიღებენ ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან.

ფაზელის თქმით, შეიძლება მიიღონ ოთხიდან ნებისმიერი ვარიანტი. ამ მომენტისთვის, 2022 წლის ოლიმპიადაზე​ თავისი მოთამაშეების მონაწილეობაზე​ განცხადება NHL-ს არ გაუკეთებია.

მსგავსი