ჰოკეის ერთ მატჩში მეკარემ 92 დარტყმა მოიგერია #1TVSPORT
ჰოკეის ერთ მატჩში მეკარემ 92 დარტყმა მოიგერია #1TVSPORT

ჰოკეის მეკარე ალია გრიციუსმა 92 შაიბა მოიგერია ამერიკის შეერთებული შტატების სასკოლო ჩემპიონატში „უინონასა“ და „ნორტფილდის“ გუნდების მატჩში.

როგორც იტყობინებიან. გრიციუსის გუნდმა 0:9 წააგო. ხოლო „ნორტფილდის“ ჰოკეისტებმა ჯამში 101 ზუსტი დარტყმა შეასრულეს – 32 პირველ პერიოდში. 38 – მეორეში და 31 – მესამეში. ამასთან. „უინონას“ ჰოკეისტებს მხოლოდ სამი ზუსტი დარტყმა ჰქონდათ.

მიმდინარე სეზონში გრიციუსი საშუალოდ მატჩში 52.7 დარტყმას (88.4 პროცენტი) იგერიებს. მის გუნდს ნული მოგება და 17 წაგება აქვს.