ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) დღის საუკეთესოები დაასახელა

10:59, 08.02.2019

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ ოფიციალურ ვებგვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი მათგანი „ვაშინგტონის“ ფორვარდი ევგენი კუზნეცოვი გახდა, რომელმაც „კოლორადოსთან“ შეხვედრაში 3 (2+1) ქულა დააგროვა და გადამწყვეტი შაიბა გაიტანა (4:3).

მეორე „მონრეალის“ კანადელი თავდამსხმელი ჯონათან დრუენია. „ვინიპეგთან“ მატჩში მას 4 (2+2) ქულა ჰქონდა (5:2).

მესამე ვარსკვლავის სტატუსი „კაროლინას“ ფინელ ფორვარდს ტეივო ტერიავიანენს ერგო, რომელმაც „ბაფალოსთან“ 3 (2+1) ქულა დააგროვა (6:5 დამატებით დროში).

მსგავსი