ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) მოთამაშეები 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოვლენ #1TVSPORT
ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) მოთამაშეები 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოვლენ #1TVSPORT

ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) მოთამაშეები მონაწილეობას მიიღებენ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში, – დაწერა ჟურნალისტმა ჯონ ჰოვენმა. მან გამოაქვეყნა ჰოკეისტების პროფკავშირების წერილი, რომელშიც წერია, რომ NHL-ის კლუბების მოთამაშეებს შეუძლიათ დატოვონ თავიანთი კლუბები 6 თებერვალს და გაემგზავრონ ეროვნულ გუნდებში თამაშისთვის მოსამზადებლად. ასევე წერილში დაზუსტებულია, რომ ლიგა დააკვირდება ჩინეთში სიტუაციას კორონავირუსთან დაკავშირებით და 10 იანვრამდე შეეძლება ცალმხრივად უარი თქვას ტურნირში მონაწილეობაზე.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4-20 თებერვალს გაიმართება.