ჰოკეის ეროვნული ლიგაში ზაფხულში თამაშს გეგმავენ
ჰოკეის ეროვნული ლიგაში ზაფხულში თამაშს გეგმავენ

ჰოკეის ეროვნული ლიგის კომისიონერმა გერი ბეტმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდის შეიძლება განახლდეს სეზონი. რეგულარული ჩემპიონატი 12 მარტიდან გაურკვეველი ვადით არის შეჩერეული კორონავირუსის პანდემიის გამო.

„ამ მომენტისთვის მეჩვენება, რომ ჩვენ, სავარაუდოდ, ზაფხულშიც ვითამაშებთ, რისი განხორციელებაც უპრობლემოდ შეიძლება. როგორც არ უნდა მოვიქცეთ იმისთვის, რომ სეზონი განვაახლოთ, ჩვენ სამართლიანი და პატიოსანი გადაწყვეტილება დაგვჭირდება. განვიხილავთ ყველა ალტერნატივას, არაფერი არ არის გამორიცხული“, – განაცხადა ბეტმენმა „ფოქს ბიზნეს ნეთვორქ“-თან (Fox Business Network) კომენტარში.