ჰოკეის ეროვნულ ლიგას კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი მოთამაშე ჰყავს
ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული ჩემპიონატის შეწყვეტიდან მეხუთე დღეს, ერთ-ერთმა ჰოკეისტს კორონავირუსის ანალიზზე დადებითი შედეგი მოუვიდა, – წერს ლიგის „ტვიტერი“.
ლაპარაკია „ოტავა სენატორზის“ მოთამაშეზე, რომლის გვარიც არ გაჟღერებულა. მისი სიმპტომები უმნიშვნელოა. ელოდებიან, რომ კანადური კლუბი უახლოეს დროში გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას.
ადრე იტყობინებდნენ, რომ ჰოკეის ეროვნული ლიგა 15 მაისს იმედოვნებს სეზონის განახლებას.