ჰოკეი | კანადა მსოფლიო ჩემპიონი 28-ედ გახდა #1TVSPORT
ჰოკეი | კანადა მსოფლიო ჩემპიონი 28-ედ გახდა #1TVSPORT

მსოფლიო პირველობაზე ყინულის ჰოკეიში კანადამ 28-ე ტუტული მოიპოვა. ფინალში კანადელებმა გერმანია 5:2 დაამარცხეს. მსოფლიო ჩემპიონატი ფინეთსა და ლატვიაში ჩატარდა.

ტურნირზე მესამე ადგილის მფლობელი მასპინძელი, ლატვიის ეროვნული გუნდი გახდა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში ამერიკის ძლიერი ნაკრები 4:3 დაამარცხა.

ყინულის ჰოკეის მომდევნო, 2024 წლის მსოფლიო პირველობას ჩეხეთი უმასპინძლებს.