სლოვაკეთში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატში ჰოკეიში, სადაც პლანეტის საუკეთესო გუნდი, სრულიად დამსახურებულად, ფინეთი გახდა. ფინელებმა ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხეს კანადა, მეოთხედფინალში მოუგეს შარშანდელ ჩემპიონ შვედეთს, ნახევარფინალში მთავარ ფავორიტ რუსეთს, ხოლო ფინალში კიდევ ერთხელ სძლიეს კანადას – 3:1.
ფინელები პირველი პერიოდის შემდეგ მდევრის როლში იყვნენ, მაგრამ მეორე და მესამე პერიოდებში სამი უპასუხო შაიბა გაიტანეს. დუბლი შეასრულა მიკო ანტილამ, რომელმაც ნახევარფინალში ერთადერთი შაიბა გაუტანა რუსეთს.
ფინეთი 2011 წლის შემდეგ პირველად და ჯამში მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. საინტერესოა, რომ ფინალის მოგების შემთხვევაში, კანადა ოქროს მედლების რაოდენობით უთანაბრდებოდა რუსეთს (სსრკ-ს). ჯერჯერობით, კანადელები ანგარიშით 26:27-ს აგებენ რუსებთან.
ტურნირის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა კანადის ნაკრების ფორვარდი მარკ სტოუნი, რომელმაც 10 მატჩში 14 ქულა (8 შაიბა+6 გადაცემა) დააგროვა, რვა გოლით კი ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი გახდა.
ასევე შეადგინეს ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები:
მეკარე – ანდრეი ვასილევსკი (რუსეთი);
მცველები – ფილიპ ჰრონეკი (ჩეხეთი), მიკო ლეჰტონენი (ფინეთი);
ფორვარდები – ვილიამ ნიულანდერი (შვედეთი), იაკუ ვორაჩეკი (ჩეხეთი), მარკ სტოუნი (კანადა).
მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატი შვეიცარიაში გაიმართება.
მე-3 ადგილი
რუსეთი-ჩეხეთი 3:2 (ბ) (1:2, 1:0, 0:0, 0:0, 1:0)
გოლები: 1:0 გრიგორენკო-4 (სერგაჩოვი-6), 1:1 რდეპიკი-4 (სკლენიჩკა-1, რუტა-2), 1:2 კუბალიკი-6 (კოვარჟი-5, გულაში-2), 2:2 ანისიმოვი-4 (გუსევი-12).
ბულიტები გაიტანეს: კოვალჩუკი (რუსეთი).
ფინალი
კანადა-ფინეთი 1:3 (1:0, 0:1, 0:2)
გოლები: 1:0 ტეოდორი-2 (მანტა-7, მაკენი-3), 1:1 ანტილა-3 (მანინენი-8, ოიამიაკი-3), 1:2 ანტილა-4 (სავინაინენი-5), 1:3 პესონენი-4 (ტიურვიაინენი-4, ჰაკანპიაია-1).