აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჰიზერ ნაუერტმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „ტვიტერში“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო წერს.
პომპეო მადლობას უხდის ნაუერტს ორი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის. ამასთან, აღნიშნავს, რომ ახალ სამსახურში – ფულბრაიტის პროგრამის წარმომადგენლად ნაუერტი თავს კარგად წარმოაჩენს.
შარშან, დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნაუერტი გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე წარადგინა, თუმცა მან საბოლოოდ ამ თანამდებობაზე უარი განაცხადა. ჰიზერ ნაუერტმა ეს ოჯახური პირობებით ახსნა.