ჰიზერ ნაუერტი – აშშ-ი მხარს უჭერს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნატო-ს წევრი

10:26, 04.05.2018
WASHINGTON, DC - SEPTEMBER 12:  A sign stand outside the U.S. State Department September 12, 2012 in Washington, DC. U.S. Ambassador to Libya J. Christopher Stevens and three other Americans were killed in an attack on the U.S. Consulate in Benghazi, Libya.  (Photo by Alex Wong/Getty Images)

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, უეს მიტჩელის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, ჰიზერ ნაურტი აღნიშნავს, რომ უეს მიტჩელმა 29 აპრილიდან 1-ელ მაისამდე პერიოდში ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრები გამართა. მათ შორის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

განხილვის მთავარი თემები კი ორმხრივი მტკიცე ურთიერთობები და საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები იყო.

ჰიზერ ნაურტის თქმით, უეს მიტჩელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ასევე მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. მან ასევე მოინახულა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიებთან არსებული ადმინისტრაციული საზღვარი, სადაც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით, ამჟამად რუსული შეიარაღებული ძალების იმყოფებიან“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა.

მსგავსი