ჰიუსტონში შეიარაღებულმა პირმა ბაზრობაზე ცეცხლი გახსნა და შვიდი ადამიანი დაჭრა

11:10, 24.02.2020

ჰიუსტონში შეიარაღებულმა პირმა ბაზრობაზე ცეცხლი გახსნა და შვიდი ადამიანი დაჭრა. ინციდენტი ესპანურენოვანი მცხოვრებლებით დასახლებულ რაიონში მოხდა. როგორც ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს, ყველა დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ შემთხვევის ადგილას ბევრი ბავშვი იმყოფებოდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. თავდამსხმელის მოტივთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მსგავსი