„ჰიუსტონი“ უახლოეს დღეებში დემარკუს ქაზენსს დაემშვიდობება
„ჰიუსტონი“ უახლოეს დღეებში დემარკუს ქაზენსს დაემშვიდობება

რამდენიმე დღეში დემარკუს ქაზენსი „ჰიუსტონის“ წევრი აღარ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას The Athletic- ის ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ქაზენსმა გასული სეზონი კოჭის ტრავმის გამო გამოტოვა, რის შემდეგაც „ჰიუსტონთან“ გააფორმა კონტრაქტი.

როკეთსში” ის მატჩში საშუალოდ 9.6 ქულას, 7.6 მოხსნასა და 2.4 პასს აგროვებდა. პარკეტზე ის საშუალოდ 20.2 წუთს ატარებდა.