„ჰიუსტონი“ უახლოეს დღეებში დემარკუს ქაზენსს დაემშვიდობება
რამდენიმე დღეში დემარკუს ქაზენსი „ჰიუსტონის“ წევრი აღარ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას The Athletic- ის ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ქაზენსმა გასული სეზონი კოჭის ტრავმის გამო გამოტოვა, რის შემდეგაც „ჰიუსტონთან“ გააფორმა კონტრაქტი.
„როკეთსში” ის მატჩში საშუალოდ 9.6 ქულას, 7.6 მოხსნასა და 2.4 პასს აგროვებდა. პარკეტზე ის საშუალოდ 20.2 წუთს ატარებდა.
The Houston Rockets and center DeMarcus Cousins are planning to part ways in coming days, sources tell @TheAthletic @Stadium. Houston wants to go smaller, younger in frontcourt when Christian Wood returns and this allows Cousins to find an opportunity elsewhere.
— Shams Charania (@ShamsCharania) February 20, 2021