ჰიქმეთ ჰაჯიევი – აზერბაიჯანში ისრაელის ბაზების არსებობის შესახებ ინფორმაცია არის შავი პროპაგანდა და ის, რომ ბაქო ისრაელისთვის სასიცოცხლო რგოლია, ტყუილია
აზერბაიჯანში ისრაელის ბაზების არსებობის შესახებ ინფორმაცია არის შავი პროპაგანდა და ის, რომ ბაქო ისრაელისთვის სასიცოცხლო რგოლია, ტყუილია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.
ჰაჯიევის მტკიცებით, ეს თურქეთისა და აზერბაიჯანის მტრების მიერ შეთხზული ტყუილია.
„ჩვენ ვიღებთ გამოწვევას. ერთად მოვიაროთ ყოველი სანტიმეტრი: არის აქ რამე, რაც ისრაელს ეკუთვნის? ჩვენ ამ ბრალდებების ავტორებს მივცემთ უფლებას, შეამოწმონ ტერიტორია ნებისმიერ ადგილას, სადაც მათ სურთ. ჩვენ არ შეგვიძლია და არ დავრჩებით გულგრილები ღაზის სექტორისა და პალესტინელი ხალხის ტანჯვის მიმართ. „ორი სახელმწიფოს“ გადაწყვეტა იქ ბაქოს წითელი ხაზია. გარდა ამისა, ჩვენ ვიღებთ ინიციატივას და ვახორციელებთ პრევენციულ მისიას ისრაელსა და თურქეთს შორის პოტენციური კრიზისების შესახებ. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი იყო სირიის ადმინისტრაციასა და ისრაელის დელეგაციას შორის შეხვედრა აზერბაიჯანში“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ.