ჰიმალაის მთათა სისტემაში ცხრა ალპინისტი დაიღუპა
ჰიმალაის მთათა სისტემაში ცხრა ალპინისტი დაიღუპა

ჰიმალაის მთათა სისტემაში ძლიერი ქარბუქის შედეგად, ცხრა ალპინისტი დაიღუპა.

ამის შესახებ Himalayan Times-ი ექსპედიციის ორგანიზატორის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

კომპანია Trekking Camp Nepal-ის ცნობით, ექსპედიციის ბანაკი თოვლის ქარბუქის ეპიცენტრში მოხვდა, რასაც ზვავი მოჰყვა.

როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეელი და ნეპალელი ალპინისტების ცხედრებს სწორედ მათ მიერ გაშლილ ბანაკში მიაგნეს. ამ დროისთვის, სამაშველო ვერტმფრენის საშუალებით რვა მთამსვლელის ცხედრის პოვნა მოხერხდა. სამაშველო ჯგუფი მეცხრე ალპინისტს ამ დრომდე ეძებს.