ჰილარი კლინტონი შუალედურ არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება
ჰილარი კლინტონი შუალედურ არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ყოფილი პირველი ლედი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი შუალედურ არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება. ინფორმაციას დემოკრატების ეროვნული კომიტეტის წევრზე დაყრდნობით NBC ავრცელებს. წყაროს ვინაობას ამერიკული მედია არ ასაჯაროებს.

ჰილარი კლინტონი მზად არის, დემოკრატიულ პარტიას ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებაში დაეხმაროს. NBC-ის ინფორმაციით, იგი ნიუ იორკში, სან ფრანცისკოსა და ჩიკაგოში სწორედ ამ მიზნით რამდენიმე საქმიან ვიზიტს გეგმავს.

შუალედური არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში 2018 წლის 6 ნოემბერს გაიმართება.