ჰილარი კლინტონი - არჩევნების მანიპულაციის მიზნით, რუსები ისევ მოდიან
ჰილარი კლინტონი - არჩევნების მანიპულაციის მიზნით, რუსები ისევ მოდიან

არჩევნების მანიპულაციის მიზნით რუსები ისევ მოდიან, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა.

„მე ამას ვაცხადებ, როგორც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ამერიკის მოქალაქე. რუსები ისევ მოდიან. დაზვერვის სამსახური ტრამპს მოქმედებისკენ მოუწოდებს. გააგრძელებს ის იგნორირებას და შეწყვეტს წინააღმდეგობას, თუ დაიცავს ჩვენ ქვეყანას?“ – დაწერა სოციალურ ქსელ Twitter-ში კლინტონმა.

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის, მაიკ როჯერსის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ აშშ-ის მთავრობა რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. თავად აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის ჩარევის საწინააღმდეგოდ ობამას ადმინისტრაციამ არაფერი მოიმოქმედა.