„ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ სრულმასშტაბიანი ომი ისრაელის ჩრდილოეთით მცხოვრებლებს სახლში ვერ დააბრუნებს, არამედ მათ იქ ყოფნას „ერთხელ და სამუდამოდ” დაასრულებს

18:31, 27.04.2024

სრულმასშტაბიანი ომი ისრაელის ჩრდილოეთით მცხოვრებლებს სახლში არ დააბრუნებს, არამედ დაასრულებს მათ იქ ყოფნას „ერთხელ და სამუდამოდ”, – ამის შესახებ ლიბანური შიიტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ნაიმ ყასემმა განაცხადა.

„ჰეზბოლას“ წარმომადგენლის თქმით, ისრაელის აგრესიის ნებისმიერ გაფართოებას დაჯგუფების მხრიდან მტკიცე პასუხი მოჰყვება.

„წაიკითხეთ, რას წერს ისრაელის მედია: ჩრდილოეთში ბრძოლების დაწყების დღიდან „ჰეზბოლას“ მიერ გაშვებული იქნა, დაახლოებით, 4 000 რაკეტა და, დაახლოებით, 6 000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა. ისინი ამბობენ, რომ „ჰეზბოლას“ აქვს 150 000 რაკეტა და ჭურვი, ასე რომ, თუ გამოვიანგარიშებთ, ეს არის ჩვენი მარაგის 3 პროცენტი. ისრაელის მედიის თანახმად, ამ შვიდი თვის განმავლობაში მხოლოდ 3 პროცენტი გამოვიყენეთ, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოსახლეობის გადაადგილებაზე, ისრაელის არსებით დანაკარგებზე, ისრაელის არმიის მარაგების ამოწურვასა და დიდი გამძლეობისა და თავგანწირვის დემონსტრირებაზე“, – განაცხადა ნაიმ ყასემმა.

მსგავსი