„ჰეზბოლა“ ისრაელსა და ლიბანს შორის განახლებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უარყოფს
„ჰეზბოლა“ ისრაელსა და ლიბანს შორის განახლებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უარყოფს

„ჰეზბოლა“ ისრაელსა და ლიბანს შორის განახლებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უარყოფს.

შეიარაღებული დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ნაიმ ყესემმა კატეგორიულად უარყო ისრაელსა და ლიბანს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეული განახლებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მისი თქმით, მოლაპარაკებები „უშედეგო“ და ლიბანისთვის „დამამცირებელი“ იყო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების ძალაში შესვლა დამოკიდებულია „ჰეზბოლას“ მხრიდან ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე. თუმცა, „ჰეზბოლას“ ლიდერის თქმით, შეთანხმება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და სამხრეთ ლიბანიდან ძალების გაყვანას ითვალისწინებს, ფაქტობრივად კაპიტულაციაა და ისრაელის მიზნების შესრულებას ემსახურება.

ცნობისთვის, გუშინ ლიბანი და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე შეთანხმდნენ. მხარეებმა კონსენსუსს ვაშინგტონში მოლაპარაკების შედეგად მიაღწიეს.