„ჰეზბოლა“ - ირანმა ისრაელის ქმედებების შესაჩერებლად მკაცრი ზომები უნდა მიიღოს
„ჰეზბოლა“ - ირანმა ისრაელის ქმედებების შესაჩერებლად მკაცრი ზომები უნდა მიიღოს

ლიბანური რადიკალური სამხედრო გაერთიანება „ჰეზბოლას“ ლიდერმა შეიხ ნაიმ ქასემმა ირანის მთავრობას მოუწოდა, ისრაელის წინააღმდეგ ხისტი ნაბიჯები გადადგან.

მისი თქმით, ოფიციალურმა თეირანმა ისრაელის მოქმედებები სირიაში უნდა შეაჩეროს.

„ირანელი ჯარისკაცები სირიის ტერიტორიაზე სირიის მთავრობის თანხმობისა და ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმების თანახმად იმყოფებიან, ისრაელის ავიაცია კი მათ ხოცავს“, – განაცხადა ქასემმა.

სირიის ტერიტორიის დასავლეთით განლაგებულ სირიისა და ირანის ჯარებზე ისრაელის ავიაციამ იერიში რადმენჯერმე მიიტანა. სირიის ომიდან შვიდი წლის თავზე სირიის მთავრობას დასავლური სამყარო, არაბული ლიგის რამდენიმე ქვეყანა და ისრაელი სამხედრო დანაშაულსა და მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში სდებს ბრალს. ცივილიზებული სამყაროსგან გარიყული რეჟიმის მოკავშირეები რუსეთი, ირანი და „ჰეზბოლაა“. ამ უკანასკნელს ისრაელი და აშშ-ი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.