ჰერმან საბო - ვენეციის კომისია ხაზგასმით ამბობს, რომ სისტემური რეფორმის გარეშე, რომელიც, წესით, სახიფათო კანონებს უნდა აზღვევდეს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი იქნება დასჯის კიდევ ერთი მექანიზმი
ჰერმან საბო - ვენეციის კომისია ხაზგასმით ამბობს, რომ სისტემური რეფორმის გარეშე, რომელიც, წესით, სახიფათო კანონებს უნდა აზღვევდეს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი იქნება დასჯის კიდევ ერთი მექანიზმი

ვენეციის კომისია აფასებს, რამდენად გამართულია ტექნიკურად კანონი ან არ არის. ამ თვალსაზრისით ისეთი რაღაცეები თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ განსაკუთრებული კრიტიკა არ იყო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ვენეციის კომისია ხაზგასმით ამბობს, რომ სისტემური რეფორმის გარეშე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი იქნება კიდევ ერთი დასჯის მექანიზმი“

„ითქვა, თუ უკრაინული კანონის გადაღება გინდათ, პრობლემა არ არისო. შენიშვნები ჰქონდა დეფინიციაზე და ა.შ. მაგრამ მთავარი იყო პოლიტიკური კონტექსტის ნაწილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ, სინამდვილეში, ამ პრობლემის მოგვარება, ამის შესრულება სისტემურ რეფორმებზე დგას და არა რაღაც კანონის მიღებაზე, რომელიც სისტემური რეფორმების გარეშე შეიძლება, გადაიქცეს კიდევ ერთ ბერკეტად, რითიც მომავალში მმართველ პარტიებს ან ახლანდელს შეეძლებათ, საკუთარი ოპონენტები ცუდ მდგომარეოაბში ჩააყენონ, დაჩაგრონ. ვენეციის კომისია ხაზგასმით ამბობს, რომ სისტემური რეფორმის გარეშე, რომელიც, წესით, ასეთ სახიფათო კანონებს უნდა აზღვევდეს, ეს კანონი იქნება კიდევ ერთი დასჯის მექანიზმი, რითიც ხელისუფლებებს შეეძლებათ, ოპონენტები ცუდ მდგომარეობაში ჩააყენონ და პოლიტიკიდან გამიჯნონ“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

ვენეციის კომისიამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა 14 მარტს გამოაქვეყნა.