ჰერმან საბო - საქართველოს მოსახლეობამ დასავლელების თვალში ქვეყნის იმიჯი გადაარჩინა, ეს იმედს მაძლევს, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ
ჰერმან საბო - საქართველოს მოსახლეობამ დასავლელების თვალში ქვეყნის იმიჯი გადაარჩინა, ეს იმედს მაძლევს, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ

მარტის მოვლენების შემდეგ ბევრად მეტი შანსი გვაქვს, ევროკავშირის სტატუსი მივიღოთ, რადგან ხაზი გაესვა, რომ ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხებზე ქართველ ხალხს სიტყვა ეთქმის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

როგორც ჰერმან საბომ აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობამ ევროპას აჩვენა, რომ ქვეყანაში ბოლომდე ერთპიროვნული მმართველი კი არ არის, არამედ ქართველი ხალხი გამოდის და მნიშვნელოვან საკითხზე თავის პოზიციას აფიქსირებს.

„როცა ეს პროცესი დაიწყო, ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან რაღაცნაირად სერიოზულობა გვაკლდა. თითქოს ნათელი არ იყო, ყველას ერთად რამდენად გვინდოდა კანდიდატის სტატუსის მიღება, მაგრამ მარტის მოვლენები იყო და საქართველოს მოსახლეობამ ევროპას აჩვენა, რომ ქვეყანაში ბოლომდე ერთპიროვნული მმართველი კი არ გვყავს, არამედ ქართველი ხალხი გამოდის და მნიშვნელოვან საკითხზე თავის პოზიციას აფიქსირებს. მგონია, რომ ამ საკითხმა დასავლელ მეგობრებზე სერიოზული გავლენა მოახდინა. რამდენად მაღალი დონის სტუმრები ჩამოდიან და რა განცხადებებს აკეთებენ, ამით შემიძლია ვივარაუდო, რომ საქართველოს მოსახლეობამ დასავლელების თვალში ქვეყნის იმიჯი გადაარჩინა. ეს იმის იმედს მაძლევს, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. მარტის მოვლენების შემდეგ ბევრად მეტი შანსი გვაქვს, სტატუსი მივიღოთ, რადგან ხაზი გაესვა, რომ ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხებზე სიტყვა ეთქმის ქართველ ხალხს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.