ჰერმან საბო - სააკაშვილი არის მსჯავრდებული და ყველაფერი მის გემოვნებაზე ვერ იქნება, ჰოსპიტლიდან გადაყვანას გატაცებად ვერ შევაფასებთ
ჰერმან საბო - სააკაშვილი არის მსჯავრდებული და ყველაფერი მის გემოვნებაზე ვერ იქნება, ჰოსპიტლიდან გადაყვანას გატაცებად ვერ შევაფასებთ

პარლამენტის წევრის, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის ჰერმან საბოს განცხადებით, გორის ჰოსპიტალიდან სააკაშვილის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას გატაცებად ვერ შეაფასებს.

მისივე თქმით, სააკაშვილი მსჯავრდებულია და ყველაფერი მის გემოვნებაზე ვერ იქნება.

„როგორც გატაცებას, ამას ვერ შევაფასებთ. გასაგებია, რომ მოცემულ სიტუაციაში სააკაშვილი არის მსჯავრდებული და ყველაფერი მის სურვილზე, გემოვნებაზე ვერ იქნება. თუ ექიმები თვლიან, რომ ის გადასაყვანია, უნდა გადავიყვანოთ. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ მისთვის სწორი სტრატეგიით მიდის. ჩემი აზრით, ისინი ცდილობენ, მიხეილ სააკაშვილს გაუქრონ ნდობა მისსავე პარტიაში, რომ მისი პარტია ვერაფერს აკეთებს მის გამოსახსნელად და ამით შეიძლება ითქვას, „ნაციონალურ მოძრაობას“ შლიან. ვნახოთ, პროცესი როგორ განვითარდება“, – განაცხადა ჰერმან საბომ.