ჰერმან საბო - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხვდებიან, მიშა პარტიისგან უფრო და უფრო დისტანცირდება, გადანაწილება მიმდინარეობს, ვის უნდა დარჩეს ეს უზარმაზარი პარტია და უზარმაზარი რესურსი
ჰერმან საბო - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხვდებიან, მიშა პარტიისგან უფრო და უფრო დისტანცირდება, გადანაწილება მიმდინარეობს, ვის უნდა დარჩეს ეს უზარმაზარი პარტია და უზარმაზარი რესურსი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს პარტიის გაძლიერებას ვუწოდებდით, პარტიაში ვინმე რომ გამოდიოდეს და ამბობდეს, ახლანდელი „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვარგა და, მოსვლის შემთხვევაში, ამას გამოვასწორებ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ჰერმან საბომ განუცხადა.

როგორც ჰერმან საბომ აღნიშნა, საგნობრივი დისკუსია არ არის იმის თაობაზე, რა უნდა შეიცვალოს „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„ვინაიდან პრობლემის გამოსწორებაზე საუბარი არ გვესმის, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ხვდებიან, მიშა პარტიისგან უფრო და უფრო დისტანცირდება, იმის გადანაწილება მიმდინარეობს, ეს უზარმაზარი პარტია და უზარმაზარი რესურსი ვის უნდა დარჩეს. საგნობრივი დისკუსია არ არის იმის თაობაზე, რა უნდა შეიცვალოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და გამოდის, რომ დაპირისპირება მიდის იმაზე, შენი უნდა იყოს პარტია თუ ჩემი. ვისურვებდი, რომ მელიასა და ხაბეიშვილს თავიანთი გუნდები გაჰყვნენ და თავიანთი პარტიები გააკეთონ. ამ ხალხს სხვადასხვა რამე უნდა და ვერ თანხმდებიან. ვერ გეტყვით, ხაბეიშვილი რეალურად ლიდერია თუ ავატარი მისი წარმომადგენლების. ფაქტი, რომ ხაბეიშვილი საკუთარ ხედვას არ წარმოადგენს, როგორ უნდა შეცვალოს „ნაციონალური მოძრაობა“, ეჭვს მიჩენს, როგორც აქამდე იყო „ნაციონალური მოძრაობაში“ მიშას ბევრი წარმომადგენელი და არა თავად პოლიტიკოსები, როგორც ჩანს, ასე აპირებენ დარჩენას და ისე უნდათ ხაბეიშვილის შემთხვევაშიც“, – განაცხადა საბომ.