ჰერმან საბო მთაწმინდელებს ხვალინდელ არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებს
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პოლიტიკური პარტია „გირჩის“ კანდიდატმა, ჰერმან საბომ და პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მსვლელობა მოაწყვეს. ჰერმან საბომ მხარდამჭერებს საკუთარი დაპირებები გააცნო და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
„გვინდა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მთაწმინდელებს, რომ არ დაეზაროთ და ხვალ მოვიდნენ უბნებზე და მხარი დამიჭირონ, რადგან ყველაზე კარგი კანდიდატი ვარ. ვინც ასე არ ფიქრობს, შეუძლია მოვიდეს და გადამარწმუნოს.
მთაწმინდელებს შანსი აქვთ, ერთი ადამიანი შეუშვან ამ პარლამენტში, რომელიც მართლა ილაპარაკებს იმაზე, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“, – განაცხადა ჰერმან საბომ.