ჰერმან საბო - მიხეილ სააკაშვილს მშვიდ ცხოვრებას, ფიზიკურ და მენტალურ სიჯანსაღეს ვუსურვებთ
ჰერმან საბო - მიხეილ სააკაშვილს მშვიდ ცხოვრებას, ფიზიკურ და მენტალურ სიჯანსაღეს ვუსურვებთ

„გირჩის“ წევრი წევრი ჰერმან საბო აცხადებს, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება.

როგორც ჰერმან საბომ აღნიშნა, დღევანდელი აქცია არაფრით გამორჩეული არ არის.

„დღევანდელ აქციას უფრო კეთილშობილური მიზანიც კი აქვს, ბატონი პრეზიდენტისთვის დაბადების დღის მილოცვის აქციაა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვუყურებ. ჩვენ ამ აქციას არ შევუერთდებით, რადგან ეს კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაა. ბატონ პრეზიდენტს მშვიდ ცხოვრებას, ფიზიკურ და მენტალურ სიჯანსაღეს ვუსურვებთ“, – განაცხადა საბომ.