ჰერმან საბო - დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ კომიტეტზე არ აღმოჩნდა ადგილი მეორე სახის, ალბათ უფრო ოპოზიციონერი „ენჯეოებისთვის“, ისეთი პირი უჩანს, კომიტეტი ჩავარდება
ჰერმან საბო - დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ კომიტეტზე არ აღმოჩნდა ადგილი მეორე სახის, ალბათ უფრო ოპოზიციონერი „ენჯეოებისთვის“, ისეთი პირი უჩანს, კომიტეტი ჩავარდება

„გირჩის“ წევრი ჰერმან საბო ვარაუდობს, რომ გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უნდა განიხილონ, ჩავარდება.

მისივე თქმით, არცერთი მხარე არ თმობს თავის პოზიციას.

„დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ კომიტეტზე ადგილი აღმოჩნდა ვიღაც ადამიანებისთვის, ერთი სახის „ენჯეოებისთვის“ და არ აღმოჩნდა ადგილი მეორე სახის „ენჯეოებისთვის“. ანუ, ალბათ უფრო ოპოზიციონერი „ენჯეოებისთვის“. ამაზე დაიწყო დაპირისპირება, გაწევ-გამოწვა, ძიძგილაობა. ჯერჯერობით ისეთი პირი უჩანს, რომ კომიტეტი ჩავარდება ან სერიოზული ფიზიკური შეხლა-შემოხლა იქნება. არ უჩანს პირი, რომ კომიტეტი გადაიდოს ან ცოტა უფრო დიდ ადგილას ჩატარდეს, არცერთი მხარე არ თმობს თავის პოზიციას“, – აღნიშნა ჰერმან საბომ.

პარლამენტში საკომიტეტო სხდომის დარბაზში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირებაა ასევე კომიტეტების სხდომის დარბაზის გარეთ, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეყვანას ცდილობენ, რასაც მანდატურის სამსახურთან დაპირისპირება მოჰყვა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვაა დაგეგმილი.