ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი და მისი გუნდი „მერსედესი“ კვლავაც ვერ ახერხებენ ახალი კონტრაქტის პირობებზე მოლაპარაკებას.
გაზეთ Daily Mail-ის ინფორმაციით, ჰემილტონს გერმანულ გუნდთან ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, რომლის ღირებულება 250 მილიონი ფუნტი იქნება. „მერსედესი“ მზად არ არის ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად.
მიმდინარე ხელშეკრულების თანახმად, ჰემილტონი წელიწადში 27.5 მილიონ ფუნტს იღებს. ამას ემატება ბონუსი 15 მილიონი ფუნტის ოდენობით ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემთხვევაში.
„მერსედესში“ ჰემილტონს სთავაზობენ ერთწლიან ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლის გაგრძელების ოფციით. როგორც იტყობინებიან, ბრიტანელი პილოტი მზად არის განიხილოს ეს შეთავაზება იმ პირობით, რომ 10 წლის განმავლობაში „მერსედესის“ ოფიციალური ამბასადორი იქნება და წელიწადში 20 მილიონ ფუნტს მიიღებს.