ჰელსინკის კომისია – მადლობა საქართველოს პრეზიდენტს გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის
მადლობა საქართველოს პრეზიდენტს გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის, – ასე გამოეხმაურა ჰელსინკის კომისია ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას.
„დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დევნილი და უსამართლოდ დაპატიმრებული იყო. მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის“, – წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა.
Today, President @Zourabichvili_S pardoned @NikaGvaramia212, who has been hounded and unjustly imprisoned by #Georgia‘s government. Thank you, Madame President, for yet another example of courage and leadership. https://t.co/M6oIKVo324 pic.twitter.com/fwL1O8U3nO
— Helsinki Commission (@HelsinkiComm) June 22, 2023