ჰეიკო მაასი - დონალდ ტრამპის პოლიტიკაზე პასუხი უნდა იყოს - „გაერთიანებული ევროპა“
ჰეიკო მაასი - დონალდ ტრამპის პოლიტიკაზე პასუხი უნდა იყოს - „გაერთიანებული ევროპა“

დონალდ ტრამპის პოლიტიკაზე „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, პასუხი უნდა იყოს „გაერთიანებული ევროპა“,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა ​განაცხადა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ დემოკრატიული პარტია წარმომადგენელთა პალატაში ახალ ძალაუფლებას დონალდ ტრამპის პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად გამოიყენებს.

„შევხედავთ, თუ რა დონეზე ექნება ამას გავლენა. ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობა კონსტრუქციული იქნება და საერთაშორისო პოლიტიკაში კონსტრუქციულ შედეგებს უზრუნველყოფს“ – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.