HBO - „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონი 2019 წელს გამოვა
HBO - „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონი 2019 წელს გამოვა

HBO-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონი 2019 წელს გამოვა. არხის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, რომელ თვეში გამოვა სერიალი.

HBO-ს ინფორმაციით, „სამეფო კარის თამაშების“ დასკვნითი სეზონი ძალიან მასშტაბური იქნება. როგორც არხის წარმომადგენლები ამბობენ, ბოლო სეზონი ექვსი ეპიზოდისგან შედგება.

„სამეფო კარის თამაშები“ HBO-ს ყველაზე მასშტაბური სერიალია, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი ჰყავს.