HBO-მ „სამეფო კარის თამაშების“ მე-8 სეზონის პირველი თიზერი გაავრცელა [ვიდეო]

სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მე-8 სეზონის პირველი თიზერი გავრცელდა.

HBO-მ ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალის უკანასკნელი სეზონის პირველი თიზერი „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.

რამდენიმეწამიან ვიდეოს უკვე მილიონობით ნახვა და გაზიარება აქვს. კადრები ჩანს, როგორ მოძრაობს ერთმანეთისკენ ყინული და ცეცხლი, რომელიც ვესტეროსის რუკას ფარავს.

Fire and ice – სწორედ ასეა დასათაურებული ახალი ვიდეო. „სამეფო კარის თამაშების“ პრემიერა 2019 წლის აპრილში გაიმართება.