დეივიდ აიჯი – ჰავაიზე ბალისტიკური რაკეტის მოახლოების შესახებ გამოცხადებული განგაში ადამიანური შეცდომა იყო

10:50, 14.01.2018

ჰავაიზე ბალისტიკური რაკეტის მოახლოების შესახებ გამოცხადებული განგაში ადამიანური შეცდომა იყო, – ეს განცხადება შტატის გუბერნატორმა დეივიდ აიჯმა გააკეთა.

„შეცდომა სტანდარტული პროცედურის, სმენის გადაბარების დროს იქნა დაშვებული. ერთ-ერთმა თანამშრომელმა არასწორ ღილაკს დააჭირა ხელი“, – აცხადებს გუბერნატორი.

ჰავაის მცხოვრებლებმა ბალისტიკური სარაკეტო დარტყმის შესახებ განგაშის შეტყობინებები პერსონალურ მობილურ ტელეფონებზე გუშინ მიიღეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ განგაში ცრუ იყო და არავითარი საფრთხე არ არსებობდა.

მსგავსი