ჰავაის კუნძულებზე, ვულკან კილაუეას გააქტიურების გამო, ევაკუაცია გამოცხადდა

12:05, 04.05.2018

ჰავაის კუნძულებზე, ვულკან კილაუეას გააქტიურების გამო, ევაკუაცია გამოცხადდა.

საცხოვრებელი სახლის დატოვება, ამ ეტაპზე 1700 ადამიანს მოუწევს. მათ დროებით გახსნილ თავშესაფრებში გადაიყვანენ.

ვულკანის გააქტიურება 2 მაისს, რეგიონში მომხდარმა მიწისძვრამ გამოიწვია, რომლის სიმძლავრეც 5 მაგნიტუდა იყო.

კილაუეა ჰავაის კუნძულებზე მდებარეობს. ის ყველაზე აქტიური მოქმედი ვულკანია დედამიწაზე, რომელიც ბოლოს 2014 წელს ამოიფრქვა.

მსგავსი