ჰავაის კუნძულებზე ქარიშხალ ლეინის სიმძლავრე შესუსტდა
ჰავაის კუნძულებზე ქარიშხალ ლეინის სიმძლავრე შესუსტდა

ქარიშხალ ლეინის სიმძლავრე ჰავაის კუნძულებზე შესუსტდა, თუმცა რამდენიმე ქალაქის ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების მეტეოროლოგიური სადგური ავრცელებს.

კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჰილოში გზები და სახლები დაიტბორა. აღნიშნული ტერიტორიიდან ბოლო 37 საათში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ქარიშხალი ჩრდილოეთისკენ, ქალაქ ჰონოლულუსკენ გადაადგილდება, თუმცა მისი სიმძლავრე 3-დან 1 კატეგორიამდე შემცირდა.