ჰავაის დიდი კუნძულიდან ვულკანის ამოფრქვევის გამო 2000–მდე ადამიანია ევაკუირებული
ჰავაის დიდი კუნძულიდან ვულკანის ამოფრქვევის გამო 2000–მდე ადამიანია ევაკუირებული

ჰავაის დიდი კუნძულიდან ვულკანის ამოფრქვევის გამო დაახლოებით 2000 ადამიანია ევაკუირებული. ამოფრქვეულმა ლავამ ხუთი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა და მომყოლი აირების შესუნთქვა სიახლოვეს დარჩენილი ადამიანებისთვის საზიანოა.
ვულკანის ლავა 70 მეტრის სიმაღლეზე ჰაერში ამოიფრქვა და ავტომაგისტრალზე, რომელიც ვულკანის ყელიდან 19 კილომეტრითაა დაშორებული, ახალი ნაპრალები გაჩნდა. ამის შესახებ ჰავაის ვულკანების შემსწავლელმა ორგანიზაციამ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, დაახლოებით 1500 ოჯახია ევაკუირებული.
დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.