ჰარუ ბაშოს მე-7 დღეს ქართველი სეკივატორი მონღოლ არავაშის დაუპირისპირდა. აქამდე ლევანი არავაშის 5-ჯერ შეხვედროდა და სამი გამარჯვება ჰქონდა.
ტოჩინოშინმა მეტოქე კვლავ ზურგზე დაანარცხა (უვატენაგე), თუმცა ბრძოლის დასასრულს აშკარად გამოჩნდა, რომ მას ფეხის ტრავმა აწუხებს.
ხუთი მოგებითა და ორი მარცხით ტოჩინოშინი მე-5 ადგილზეა, ჰარუ ბაშოს დასრულებამდე კი რვა ბრძოლაა დარჩენილი. მომდევნო შეხვედრას ლევან გორგაძე მიტაკეუმთან გამართავს.
ჯურიო დივიზიონში გაგამარუმ კიოკოშუჰო დაამარცხა. მის ბალანსზეც ტოჩინოშინიც მსგავსად 5 მოგება და 2 მარცხია. შემდეგ შეხვედრაში იგი ამინიშიკის დაუპირისპირდება.