კორონავირუსის ფონზე გაზაფხულის სუპერტურნირი ოსაკაში მაყურებლის გარეშე მიმდინარეობს. იაპონიის სუმოს ასოციაციის მითითებით, სპორტსმენებს დღეში ორჯერ ამოწმებენ ტემპერატურაზე.
შეჯიბრის მე-7 დღეს, ერთ-ერთ ელიტარულ მებრძოლს ჩიომარუს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის გამოც ის ბაშოს ჩაეხსნა.
ჩიომარუ კორონავირუსზე გაივლის ტესტირებას. თუ ანალიზის პასუხი დადებითი აღმოჩნდა და ვირუსი დადასტურდა, ჰარუ ბაშო ავტომატურად შეწყდება, რიკიშებს კი კარანტინში მოათავსებენ.