ჰარისი „ბრუკლინთან“ ახალ, 75-მილიონიან კონტრაქტს გააფორმებს
ჰარისი „ბრუკლინთან“ ახალ, 75-მილიონიან კონტრაქტს გააფორმებს

„ბრუკლინის“ სკაუტებს ნიჭიერი კალათბურთელების აღმოჩენა რომ შეუძლიათ, ამის ნათელი მაგალითია ჯო ჰარისი. 29 წლის სპორტსმენი „ნეთსში“ 2016 წელს გადავიდა და მალევე ჩამოყალიბდა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მსროლელად.

ამერიკული მედიის ინფორმაციით „ბრუკლინმა“ და ჰარისმა პირობებზე უკვე მოილაპარაკეს და კალათბურთელი „ნეთსში“ კიდევ 4 სეზონს გაატარებს. ხელფასის სახით კი ჰარისი 75 მილიონ დოლარს მიიღებს.

ჰარისი გასულ სეზონზე მატჩში საშუალოდ 14.5 ქულას აგროვებდა. რაც ყველაზე მთავარია, სამქულიანი დისტანციიდან ის 47.4 პროცენტიანი სიზუსტით ესროდა.