ჰარისი „ბრუკლინთან“ ახალ, 75-მილიონიან კონტრაქტს გააფორმებს
„ბრუკლინის“ სკაუტებს ნიჭიერი კალათბურთელების აღმოჩენა რომ შეუძლიათ, ამის ნათელი მაგალითია ჯო ჰარისი. 29 წლის სპორტსმენი „ნეთსში“ 2016 წელს გადავიდა და მალევე ჩამოყალიბდა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მსროლელად.
ამერიკული მედიის ინფორმაციით „ბრუკლინმა“ და ჰარისმა პირობებზე უკვე მოილაპარაკეს და კალათბურთელი „ნეთსში“ კიდევ 4 სეზონს გაატარებს. ხელფასის სახით კი ჰარისი 75 მილიონ დოლარს მიიღებს.
ჰარისი გასულ სეზონზე მატჩში საშუალოდ 14.5 ქულას აგროვებდა. რაც ყველაზე მთავარია, სამქულიანი დისტანციიდან ის 47.4 პროცენტიანი სიზუსტით ესროდა.
Free agent guard Joe Harris has agreed to a four-year, $75M deal to return to the Brooklyn Nets, his agent Mark Bartelstein @PrioritySports tells ESPN.
— Adrian Wojnarowski (@wojespn) November 21, 2020