ჰარი კეინს იმედი აქვს, რომ აიაქსთან ითამაშებს
ჰარი კეინს იმედი აქვს, რომ აიაქსთან ითამაშებს

ლონდონის ტოტენჰემის ფორვარდი ჰარი კეინი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისთვის მწყობრში ჩადგომას აპირებს.

როგორც ესპანური გამოცემა სპორტი ამტკიცებს, კეინმა ამ დღეებში დამოუკიდებლად მოთხოვა კლუბს ახალი სამედიცინო შემოწმების გავლის უფლება. ფორვარდს სურს, ექიმებისგან აიაქსთან განმეორებით მატჩში მოედანზე გასვლის უფლება მიიღოს.

პირველი შეხვედრა ტოტენჰემსა და აიაქსს შორის ლონდონში გაიმართა და ჰოლანდიელთა გამარჯვებით, 0-1 დასრულდა. საპასუხო მატჩი ამსტერდამში 8 მაისს გაიმართება.