ჰარი კეინს ერთა თასისთვის ინგლისის ნაკრებში დაუძახეს
ჰარი კეინს ერთა თასისთვის ინგლისის ნაკრებში დაუძახეს

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუტგეიტმა დაასახელა შემადგენლობა, რომელიც მალე დაიწყებს მზადებას ერთა თასის ფინალური ტურნირისთვის. ინგლისელთა დამრიგებელმა ნაკრებში დაუძახა „ტოტენჰემის“ ფორვარდს ჰარი კეინს, რომელიც ტრავმის გამო დიდი ხანია არ უთამაშია.

ინგლისელთა გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები – ჯეკ ბატლენდი (სტოკი), ტომ ჰიტონი (ბარნლი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი);

მცველები – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ბენ ჩილველი (ლესტერი), ჯო გომესი (ლივერპული), მაიკლ კინი (ევერტონი), ჰარი მაგუაირი (ლესტერი), დენი როუზი (ტოტენჰემი), ჯონ სტოუნზი (მანჩესტერ სიტი), კირან ტრიპიერი (ტოტენჰემი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი);

ნახევარმცელები – დელე ალი (ტოტენჰემი), როს ბარკლი (ჩელსი), ფაბიან დელფი (მანჩესტერ სიტი), ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), ჯეიმს უორდ-პროუსი (საუთჰემპტონი), ჰარი უინქსი (ტოტენჰემი);

ფორვარდები – ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ჯესი ლინგარდი (მანჩესტერ იუნაიტედი), მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ნათან რედმონდი (საუთჰემპტონი), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი, გერმანია), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი).

ერთა თასის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრები 6 ივნისს, გიმარაეშში შეხვდება ჰოლანდიას.