ჰარი კეინს ერთა ლიგის ფინალური ტურნირის გამოტოვება ემუქრება
ჰარი კეინს ერთა ლიგის ფინალური ტურნირის გამოტოვება ემუქრება

ტოტენჰემის ფორვარდი ჰარი კეინი  სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, – წერს ბრიტანული პრესა. ჟურნალისტები ასევე ირწმუნებიან, რომ თავდამსხმელი ვერც ივნისში დაგეგმილ ერთა ლიგის ფინალურ ტურნირში ითამაშებს.

როგორც გაზეთი ტელეგრაფი იუწყება, ინგლისელს სერიოზულად აქვს დაზიანებული მარცხენა ფეხის კოჭი. ეს ინფორმაცია ტოტენჰემის ბანაკიდან გავრცელდა, მაგრამ დაბრუნების ზუსტი ვადები მითითებული არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობით, კეინს სამთვიანი იძულებითი პაუზა ელის.

თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ფეხბურთელს ამ სეზონში მოედანზე ვეღარ ვიხილავთ. ამ სეზონში 25 წლის კეინმა 39 მატჩი ჩაატარა ტოტენჰემში, 24 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. მან ტრავმა მანჩესტერ სიტისთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიიღო.

ინგლისის ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში 6 ივნისს, ჰოლანდიას შეხვდება.