ჰარი კეინმა ვარჯიში დაიწყო
ჰარი კეინმა ვარჯიში დაიწყო

ტოტენჰემის ფორვარდმა ჰარი კეინმა შესაძლოა დაგეგმილზე ადრე მოახერხოს ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენა.

ი-ეს-პი-ენის (ESPN) ინფორმაციით, 25 წლის ინგლისელი ორშაბათს შეუდგა გუნდთან ერთად ვარჯიშს.
შეგახსენებთ, რომ კეინმა ფეხის ტრავმა ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურში, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ მატჩში მიიღო. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფორვარდი მარტის დასაწყისამდე ვერ შეძლებდა ვარჯიშის დაწყებას.

მიმდინარე სეზონში კეინმა პრემიერლიგაში 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.